საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იდიგოვი აცხადებს, რომ მარიხუანას კულტივაცია და შემდგომ ექსპორტი მიუღებელია
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იდიგოვი აცხადებს, რომ მარიხუანას კულტივაცია და შემდგომ ექსპორტი მიუღებელია

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იდიგოვი აცხადებს, რომ მარიხუანას კულტივაცია და შემდგომ ექსპორტი მიუღებელია.

რამინ იდიგოვი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მომავალი თაობისთვის დამაზიანებელი იქნება. მით უმეტეს, ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონის ფონზე.

გარდა ამისა, მუსლიმთა სამმართველოს შეიხი აცხადებს, რომ მარიხუანას ექსპორტი საქართველოს მსოფლიოში იმიჯს შეულახავს და არ არის სასურველი, რომ საქართველო ნარკოტიკთან ასოცირდებოდეს.

რამინ იდიგოვის თქმით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო გეგმავს, მიმართოს ყველა სახელწიფო ორგანიზაციას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი გადაწყვეტილებისგან.

მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, გუშინ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

დატოვე კომენტარი