საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ფონიჭალის №218 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ფონიჭალის №218 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ფონიჭალის №218 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა დაათვალიერა.

პროექტი ითვალისწინებს 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამედროვე საკლასო ოთახების, ბიბლიოთეკის, სამეცნიერო ლაბორატორიების, ინფორმაციული ტექნოლოგიების სივრცეების, ხელოვნებისა და მუსიკის სტუდიების, მრავალფუნქციური დარბაზის, ადმინისტრაციული და დამხმარე სივრცეების მოწყობა.

პროექტი ასევე მოიცავს სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობას, საინჟინრო ინფრასტრუქტურის განახლებას, ენერგოეფექტური სისტემების დანერგვასა და შენობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულ ადაპტაციას.

ფონიჭალის №218 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ (ESIDA) გადასცა განსახორციელებლად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას და თანამედროვე, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.