საქართველოს მუფთი - იმედი მაქვს, სამუშაო ჯგუფის ფორმატში გადაწყდება პრობლემები, რაც რელიგიურ კონფესიებს აწუხებთ
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე იმედოვნებს, რომ რელიგიის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფორმატში გადაიჭრება პრობლემები, რომელიც საქართველოში რელიგიურ კონფესიებს აწუხებთ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბეგრალ ქამაშიძემ სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„იმედი მაქვს, რომ სამუშაო ჯგუფის სხდომებზე გადაწყვეტილი იქნება პრობლემები, რაც არა მხოლოდ მუსლიმ თემს, არამედ სხვა კონფესიებს აწუხებთ. ესაა მეჩეთების დარეგისტრირების პრობლემა, სადაც წყალი და გაზი ვერ შეგვყავს, რადგან დარეგისტრირებული არ არის. რელიგიის სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ და ეს პრობლემები მოკლე დროში გადაიჭრება”, – განაცხადა ქამაშიძემ.