საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი ვასილ ლობჟანიძე გინესის რეკორდსმენია #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი ვასილ ლობჟანიძე გინესის რეკორდსმენია #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი ვასილ ლობჟანიძე გინესის რეკორდსმენია – ის არის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, ვინც რაგბის მსოფლიო თასზე ითამაშა (18 წლის და 340 დღის).

ლობჟანიძე 1996 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა, მან მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში პირველი შეხვედრა 2015 წლის 19 სექტემბერს ტონგას წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც საქართველომ 17:10 მოიგო.

იმავე მსოფლიო თასზე ლობჟანიძემ მეორე შეხვედრა ნამიბიასთან გამართა, რომელიც ასევე „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა (17:16) და მათ ამ მოგებით მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებში ლობჟანიძემ სადებიუტო შეხვედრა მილტონ ჰეიგის მწვრთნელობისას, 2015 წლის 7 თებერვალს ჩაატარა – რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ გერამანიას 64:8 მოუგო.