საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წლის მეოთხე მატჩისთვის ემზადება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წლის მეოთხე მატჩისთვის ემზადება

ბოჯღალოსნებმა ბელგიასთან მოგებული მატჩის შემდეგ შევარდენის სანაკრებო ბაზაზე პიველი ღია ვაჯიში ჩაატარა, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

მილტონ ჰეიგის გუნდი 10 მარტს გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა ქუთაისში აია არენაე 16 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსალციას პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 10 ლარია.

ბორჯღალოსნებს აქამდე ქუთაისში სამჯერ უთამაშიათ და სამი გამარჯვება აქვთ. ნაკრებმა არსებობის ისტორიაში თავისი პირველი მატჩი 1989 წელს სწორედ ამ ქალაქში გამართა და ზიმბაბვეს 16:3 მოუგო; 2005 წელს გუნდმა ერთა თასზე (ახლანდელი რაგბი ევროპა) ჩეხეთს უმასპინძლა და 75:10 გაიმარჯვა. გასულ წელს კი ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის პირველ შეხვედრაში ბელგია „აია არენაზე“ მიიღო და 47:0 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნულ გუნდს გერმანიის ნაკრებთან აქამდე 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ყველა მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობა 2010 წელს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე დაფიქსირდა – 77:3, შარშან კი ბორჯღაოსნებმა მეტოქეს ოფენბახში 64:0 მოუგეს.

„ბელგიასთან თამაშის წინ, ინგლისში შრომატევადი და ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ახლა გერმანიასთან სათამაშოდ ვემზადებით, რომელიც, სავარაუდოდ, ბელგიაზე უფრო ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ჩვენ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები გავაანალიზეთ, თუმცა უფრო მეტად ჩვენი თამაში გვაინტერესებს, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მნიშვნელოვანია, რომ ორივე კომპონენტში ვდომინირებდეთ“ -განაცხადა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშილმა

„მეტოქე ძლიერთა კატეგორიას არ განეკუთვნება, თუმცა ჩვენი სურვილია, რომ სწორი თამაში ვაჩვენოთ, მწვრთნელთა მონახაზში ჩავჯდეთ და მაყურებელი ვასიამოვნოთ. ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა ქუთაისში იმართება და იქაურ გულშემატკივარს გავახარებთ. მათგან დიდ მხარდაჭერას ველოდებით და კარგი იქნება, თუ ქუთაისში ხშირად ვითამაშებთ. საკადრო პრობლემები არ გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება“-გიორგი თხილაიშილი (საქართველოს ნაკრების წევრი)

„გერმანიასთან ბევრჯერ გვითამაშია და მისგან რაიმე სიურპრიზებს არ ველოდებით. რა თქმა უნდა ფავორიტი საქართველოა და ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. გარდა ამისა, მსოფლიო თასამდე სულ რამდენიმე თამაში დაგვრჩა და ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი მომდევნო შეხვედრისთვის გავაუმჯობესოთ ხარისხი, დავხვეწოთ ყველა დეტალი და მსოფლიო თასს ფორმის პიკში შევხვდეთ“-დავით კაჭარავა (საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი)

„ძალიან კარგია გერმანიას ქუთაისში რომ ვმასპინძლობთ, რადგან რეგიონებში ადგილობრივი მაყურებელი მოდის, რომელთაც დედაქალაქში ჩამოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ და მოედანზე ჩვენი ხილვით, დიდ სიამოვნებას საკუთარ ქალაქში იღებენ. მით უმეტეს, რომ ქუთაისი სარაგბო ქალაქია და ვფიქრობ, ეროვნული ნაკრებისთვის ასეთი გასვლები აუცილებელია“.

„შევეცდებით, რომ გერმანიას სწრაფი, ლაღი და გაშლილი თამაში დავუპირისპიროთ. ისე, როგორც ბელგიასთან, აქაც ვეცდებით, რომ ჩვენი ნახევრიდანაც ხელით შევუტიოთ. მოვუწოდებ ქუთაისელ გულშემატკივარს, მოვიდეს სტადიონზე და ჩვენ მათ ლამაზ თამაშს შევთავაზებთ. ამ ტურნირს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ და ვფიქრობ, ეტაპობრივად ყველა კომპონენტში ვუმატებთ. რა თქმა უნდა, იდეალურამდე ჯერ შორს ვართ, მაგრამ დრო გვაქვს და მსოფლიო თასამდე ამ დეტალებსაც დავხვეწავთ“-გიორგი ბეგაძე (საქართველოს მორაგბეთა ეოვნული ნაკრების წევრი.