საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდე ნაკრებმა 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდე ნაკრებმა 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს სექტემბერში „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ორი სამდღიანი, სასელექციო შეკრება ჰქონდა. შემდეგ კი ერთკვირიანი საწვრთნელი პროცესი ჩატარდა, სადაც 50 მორაგბე იყო გამოძახებული. ერთკვირიანი შეკრების შემდეგ, 20 წლამდე ნაკრების კანდიდატ მოთამაშეებს კვირაში ორი ვარჯიში ექნებათ.

უმცროსი ბორჯღალოსნები მეორე შეკრებაზე ნოემბრის ბოლოს შევლენ და 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, დეკემბრის დასაწყისში, თბილისში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ორ თამაშს გამართავენ.

„უმცროსი ბოკეს“ სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის 30-კაციანი შემადგენლობა, ვინც საქართველოში ჩამოვა. მათგან ექვსი ისეთი მორაგბეა, რომელმაც წელს არგენტინაში ითამაშა 20-წლამდელთა ჩემპიონატში და მე-3 ადგილი დაიკავა.

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს მოსამზადებელ პერიოდში გასული ორი ჩემპიონატის წინაც ეთამაშნენ, ამჯერად კი აფრიკელები საქართველოში ჩამოვლენ.

შეგახსენებთ რომ ილია მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს 12 საუკეთესო ნაკრებს შორის ზედიზედ მე-5 მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. უმცროსი ბოჯღალოსნები ელიტაში 2016 წელს დაწინაურდნენ და პირველი ნაკრები გახდა , რომელმაც „ალაფიდან“ აღზევების წელსვე უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა.

რაგბიში 2020 წლის 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატს იტალია უმასპინძლებს.