საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს (ფოტოგალერეა)
საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს (ფოტოგალერეა)

ილია მაისურაძის გუნდი 2018 წლის მეოთხე შეკრებას ასრულებს და ნაკრები 6 თებერვალს საფრანგეთში გაემგზავრება.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ.

ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას, ამჯამად შეკრებაზე მყოფ 40 მოთამაშედან, მწვრთნელთა შტაბის 31 რჩეული მორაგბე მიიღებს. ჩვენი ნაკრების მეტოქე საფრანგეთის 19 წლამდელთა გუნდი იქნება. საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც პლანეტის 12 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს, ზედიზედ მესამედ ითამაშებს.

ილია მაისურაძის ნაკრების მეტოქეები ჯგუფში მასპინძელი საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის გუნდები იქნებიან. “ა” ჯგუფში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია, ავსტრალია,უელსი და იაპონია არიან.

იაპონია მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდს შორის, გასულ წელს მსოფლიო ალაფის მოგების შედეგად მოხვდა, რომელმაც მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის ბოლო ადგილოსანი სამოა ჩაანაცვლა. “ბ” ჯგუფში კი ინგლისი, შოტლანდია, იტალია და არგენტინა გადანაწილდნენ.

შეგახსენებთ რომ 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი წელს საფრანგეთში 30 მაისიდან 17 ივნისამდე ჩატარდება.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი