„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებების სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა

19:06, 21.04.2018

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა რიგით მე-4 შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ წინა სამუშაო შეხვედრის დროს გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით მომზადებული კანონპროექტი წარმოადგინა.

შეხვედრის მონაწილეებმა კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს.გამოითქვა მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, დღეს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდება კანონპროექტის კორექტირებული ვერსია, რომლის განხილვაც სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელ შეხვედრაზე გაიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კანონპროექტის შეჯერებული რედაქციის ინიცირება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მსგავსი