საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების წევრი ალექსანდრა კუვაევა ევროპის თასის გათამაშებაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა #1TVSPORT
გერმანიის ქალაქ ეისლინგენში მიმდინარე კადეტთა ევროპის თასის გათამაშებაზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. მოფარიკავემ ჯგუფურ ეტაპზე 5 შეხვედრა მოიგო.
ფინალურ შეხვედრაში კუვაევა ამერიკელ მოფარიკავეს, ჯენა შომანს შეხვდა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ალექსანდრა კუვაევამ ნოემბერში კადეტთა შორის 3 სხვადსხვა ტურნირზე იასპარეზა და სამივე სინჯის მედალი მოიპოვა. სტამბულში — ოქროს, სოფიაში კი ბრინჯაოს მედლები მოიგო.