საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო თასზე გაემგზავრა
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო თასზე გაემგზავრა

22 მარტს ბუდაპეშტში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი აიღებს სტარტს. შეჯიბრი ლეგენდარული უნგრელი მოფარიკავეების ალადარ გერევიჩის, პალ კოვაჩისა და რუდილფ კარპატის სახელობისაა. ჯამში ამ სამი სპორტსმენის ანგარიშზე 19 ოლიმპიური ოქროა, ამიტომ მათ უნგრული სპორტის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ.

ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე 225 მოფარიკავე იასპარეზებს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე ხუთი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. პირველები ბილიკზე სანდრო ბაზაძე და ნიკა შენდელია გავლენ. მოგვიანებით დაიწყებენ გამოსვლას ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და ვაჟა რეჭია.

ხვალინდელი შეხვედრების 48 საუკეთესო მოფარიკავე, რეიტინგის 16 უძლიერეს სპორტსმენთან ერთად, მედლებისთვის ბრძოლას შაბათს გააგრძელებს.

ხვალვე ბელგიის ქალაქ სინტ-ნიკლაასში მსოფლიო თასი ქალთა შორისაც დაიწყება. 196 დარეგისტრირებულ მოფარიკავეს შორის 2 ქართველი, თეოდორა კახიანი და ლიკა ჯიჯეიშვილი არიან.