საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები აზერბაიჯანულ ტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები მაისში აზერბაიჯანში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს, – ინფორმაციას საქართველოს მინიფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მინიფეხბურთში საერთაშორისო ტურნირს ჰეიდარ ალიევის 100-წლის იუბილესთან დაკავშირებით უმასპინძლებს. მატჩები 1-6 მაისს გაიმართება.
ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე მასპინძელი აზერბაიჯანის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ითამაშებენ ჩეხეთის, სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის, იტალიის, ყაზახეთის, სერბეთის, თურქეთის და უკრაინის ეროვნული ნაკრებები.
საქართველოს ეროვნულ ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას პირველ მაისს სერბეთთან გამართავს, 2 მაისს იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო 3-ში – ჩეხეთს.