საქართველოს მეტოქემ აზერბაიჯანი დაამარცხა
საქართველოს მეტოქემ აზერბაიჯანი დაამარცხა

ერთა ლიგაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქემ, ყაზახეთმა ასტანაში ამხანაგური მატჩი გამართა. სტანიმირ სტოილოვის გუნდის მეტოქე აზერბაიჯანი იყო და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

პირველ ნახევარში მასპინძელთა რიგებში თავი გამოიჩინეს რომან მურთაზაევმა და სარიკჯან მუჟიკოვმა, შეხვედრის ბოლოს კი საბოლოო ანგარიში ბახტიარ ზაინუტდინოვმა დააფიქსირა 3:0.

ბულგარელი სპეციალისტის, სტოილოვის ხელმძღვანელობით ყაზახებმა მესამე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს და გუნდის პროგრესი აშკარაა: ყაზახებმა 2018 წელს გასვლაზე უნგრეთი 3: 2 დაამარცხეს, შემდეგ ბულგარეთთან ბრძოლაში ბოლო წამზე 1: 2 წააგეს, ახლა კი აზერბაიჯანი გაანადგურეს.

სტოილოვის თქმით, აზერბაიჯანთან შეხვედრას საქართველოსთან მატჩისთვის გენერალურ რეპეტიციად განიხილავდა. ერთა ლიგის გათამაშება 6 სექტემბერს დაიწყება და ასტანაში ყაზახეთი სწორედ საქართველოს უმასპინძლებს.