ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე, ბელარუსის ნაკრები თებერვლის ბოლოს 2-კვირიან შეკრებას გეგმავს.
ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა ადგილობრივ ჩემპიონატში ასპარეზობს, ლეგიონერი კი მხოლოდ ხუთია. ბელარუსის ჩემპიონატი მარტში იწყება – ამით ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ ისარგებლა და გუნდის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის შეკრება დაგეგმა.
ბელარუსის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შეკრების პერიოდში ორი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა დაიგეგმა: მიხეილ მარხელის გუნდი 23 თებერვალს დუბაიში უზბეკეთს შეხვდება, ხოლო 26-ში – ბულგარეთს.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს 26 მარტს, საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.