საქართველოს მედიანაკრებმა ლიეტუვის ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
საქართველოს მედიანაკრებმა ლიეტუვის ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

საქართველოს მედიანაკრებმა ლიეტუვაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა და მესამე ადგილი დაიკავა.

ჩვენი გუნდი დრუსკინინკაიში ფავორიტის სტატუსით მიემგზავრებოდა, მაგრამ ტურნირზე ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშა – ლიეტუვაში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე გუნდს უცვლელი მეკარე, NOMAD SPORTS-ის დამფუძნებელი გეგი კიკაბიძე გამოაკლდა.

ამის მიუხედავად, საქართველოს მედიანაკრებმა, რომლის კაპიტანიც პირველი არხის თანამშრომელი კოტე მიგინეიშვილია, პრესტიჟულ ტურნირზე, რომელშიც 10 სხვადასხვა ქვეყნის მედიაგუნდი მონაწილეობდა, მესამე ადგილის დაკავება მოახერხა.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ეტაპზე სომხეთთან (0:0) და პოლონეთთან (1:1) ფრედ ითამაშა, ბელარუსი (1:0) და უკრაინა (2:0) დაამარცხა, ხოლო ეგვიპტესთან (1:3) დამარცხდა.

პლეი ოფში გუნდმა უნგრეთს 3:1 მოუგო, მაგრამ შემდეგ მასპინძელ ლიეტუვასთან 0:2 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის განაგრძო ბრძოლა – აჯობა ლატვიისა (2:1) და კაუნასის მედიანაკრებებს (4:0) და მესამე ადგილზე  გავიდა.

მომავალ მედიატურნირს ნოემბრის პირველ რიცხვებში ბათუმი უმასპინძლებს.