საქართველოს მასტერლიგის ნაკრების მწვრთნელი - ირლანდიასთან ისტორიული თამაში მოვიგეთ #1TVSPORT
საქართველოს მასტერლიგის (მინიფეხბურთის) ნაკრების მწვრთნელმა, როსტო ფარცვანიამ ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიასთან მოგებული (2:1) შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ძალიან დაძაბული თამაში გამოგვივიდა. ასეთ დაპირისპირებას ველოდით. გუნდში კარგი ემოციური ფონია. გვიხარია, რადგან ეს იყო ისტორიული მატჩი და მოვიგეთ. ევროპის ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვეთ. იყო შეცდომებიც, მაგრამ გავაანალზებთ და მომავალი თამაშისთვის უკეთ მოვემზადებით“, – ამბობს ფარცვანია.
საქართველოს მასტერლიგის ნაკრები International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში მოხვდა, სადაც სამი გუნდი თამაშობს.
საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 31 მარტს კვიპროსთან გამართავს.
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე, კონტინენტის გამარჯვებულის ტიტულთან ერთად, გერმანიის ქალაქ ესენში გასამართავი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურებიც გათამაშდება.