საქართველოს მასტერლიგის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს მასტერლიგის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს მასტერლიგის ნაკრები ალბანეთში მიემგზავრება, სადაც Socca (მასტერ ლიგა) ევროპის ჩემპიონატზე გაიმართება.

სოკა არის ფეხბურთის ფორმატი, რომელსაც გუნდები 40 წუთს 7/7-ზე თამაშობენ. ტურნირს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა 20-24 მაისს უმასპინძლებს. პირველობისთვის 28 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც შვიდ ჯგუფში გადანაწილდნენ.

საქართველო E ჯგუფში საფრანგეთთან, საბერძნეთსა და ნიდერლანდებთან ერთად მოხვდა. საუკეთესო ნაკრებები (რაოდენობა ჯერ უცნობია) მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდებიან.

ტირანაში საქართველოს ნაკრები 13-კაციანი შემადგენლობით მიემგზავრება. აღსანიშნავია, რომ გუნდშია საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „ტაიმაუტის“ ჟურნალისტი ცოტნე ქინქლაძე.

მეკარეები: ფარაჯანაშვილი, ჯამბურია.

წინახაზელები: ექიზაშვილი, ენუქიძე, სულთანიშვილი, იახტნიშვილი, კიკნაძე, ლელაძე, ნადირაძე, ქარცივაძე, ბოჭორმელი, დადიანი, ქინქლაძე.

საქართველოს ნაკრების მატჩები:

20 მაისი

13:00 საფრანგეთი-საქართველო

21 მაისი

23:00 საქართველო-საბერძნეთი

22 მაისი 

16:00 ნიდერლანდები-საქართველო