საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიასთან ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიასთან ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს მასტერ ლიგის (მინი-ფეხბურთის ნაირსახეობა) ნაკრებმა, რომელიც ბუდაპეშტში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთის ემზადება და გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშობს, მეტოქეების ვინაობა შეიტყო.

მსოფლიო ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში 6X6-ზე ფორმატით ჩატარდება. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 10-18 სექტემბერს უნგრეთი უმასპინძლებს. ტურნირის კენჭისყრა მასპინძელ ქალაქ ბუდაპეშტში გამართა.

სულ ფინალურ ეტაპზე 43 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს. მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდები 8 ჯგუფში გადანაწილდნენ – ხუთ ჯგუფში 5 გუნდი ითამაშებს, ხოლო სამში – 6 გუნდი.

მსოფლიოს 2022 წლის მინი ფეხბურთის ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს მასტერ-ლიგის ნაკრები „დ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან მოლდოვის, ბრაზილიის, ბელგიის და კენიის მინი-ფეხბურთის ნაკრებები.