საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტად ვახტანგ მეიფარიანი აირჩიეს
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტად ვახტანგ მეიფარიანი აირჩიეს

საქართველოს ხელბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს ფედერაციის საანგარიშო-საპრეზიდენტო ყრილობა გაიმართა, სადაც ახალი მმართველი აირჩიეს.

თავდაპირველად არჩევნებში მონაწილეობას 2 კანდიდატი იღებდა, თუმცა ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე იმედო ფხაკაძემ კანდიდატურა ვახტანგ მეიფარიანის სასარგებლოდ მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ ყრილობას 27-ივე დელეგატი ესწრებოდა. ვახტანგ მეიფარიანი დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად ლევან სალუქვაძე და იმედო ფხაკაძე იმუშავებენ. გენერალური მდივანი კი მომდევნო 4 წლის მანძილზე ქეთევან კობერიძე იქნება.