საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სალონიკში ამხანაგური მატჩი ჩაატარა საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან და 2 ბურთის სხვაობით – 32:34 დამარცხდა.

 

საქართველო

ცინცაძე, ნიქაბაძე, აბრამიშვილი, რუსტამოვი (3), კალანდაძე (4), ორჯონიკიძე (2), გავაშელიშვილი (2), კბილაშვილი (2), სომონია, ცხოვრებაძე (10), გოგავა, დიხამინჯია (5), გოგოლაძე, ლაპიაშვილი (4).

 

მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში 5:2 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებმა თამაში თანდათან გამოასწორა, ერთ ეპიზოდში ჩამორჩენა მინიმუმადე შეამცირა 7:8, თუმცა ტაიმი მაინც 3 ბურთის სხვაობით 14:17 წააგო.

მეორე ნახევრის სტარტზე მასპინძლებმა ხუთბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს (23:18). ქართველმა ხელბურთელებმა მეორე ტაიმის შუაში კარგი მონაკვეთი ჩაატარეს, ჯერ სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს (23:24), თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი ანგარიშიც გაათანაბრეს (28:28), თუმცა ბერძნები მთელი თამაში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში 34:32 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები ბერძნებთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 5 იანვარს გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.