საქართველოს კაცთა ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
საქართველოს კაცთა ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელზეც საქართველოს კაცთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ტურნირი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კაცთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონის ტიტული ლაშა ბექაურმა (90 კგ.) მოიპოვა. მან ქართულ ფინალში ბექა ღვინიაშვილი იპონით დაამარცხა. ტურნირის ბოლო დღეს ვერცხლის მედალი დაიმსახურა გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ხოლო გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს დასჯერდა. ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 66 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლი აიღო ვაჟა მარგველაშვილმაც.

ტურნირის დასკვნით დღეს, სამწუხაროდ, მედლებისთვის ბრძოლა ვერ მოახერხეს ლევან მატიაშვილმა (+100 კგ.) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.).