საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ტყავაძე გახდა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ტყავაძე გახდა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ტყავაძე გახდა.

როგორც გიორგი ტყავაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა, რათა მოხდეს მაღალი, ევროპული სტანდარტის მოსამართლეების მომზადება.

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია არის ის, რომ მოამზადოს მოსამართლეობის კანდიდატები. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა და შესაბამისად, საჭიროა მაღალი, ევროპული სტანდარტის მოსამართლეების მომზადება. იუსტიციის სკოლა დღეისთვის თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იგეგმება ყოველი მომდევნო წლის საქმიანობა. მნიშვნელოვანია მოვამზადოთ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ევროპული სტანდარტით მიიღებენ გადაწყვეტილებას” – განაცხადა გიორგი ტყავაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.