საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თურქეთის იუსტიციის მინისტრს, ილმაზ თუნჩს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თურქეთის იუსტიციის მინისტრს, ილმაზ თუნჩს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თურქ კოლეგას, ილამზ თუნჩს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ სფეროში საერთაშორისო სისხლისსამართლებრივ თანამშრომლობას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე შეთანხმდნენ“, – წერს იუსტიციის სამინისტრო.