საქართველოს იენს სტოლტენბერგი დღეს ეწვევა
საქართველოს იენს სტოლტენბერგი დღეს ეწვევა

საქართველოს დღეს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს კი, ხვალ დაიწყებს.

25 მარტს, ორშაბათს ნატო-ს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ასევე, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან.

ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ (JTEC) ეწვევა.