საქართველოს გმირის ხსოვნის ტურნირი – შალვა ერისთავის თასის გათამაშება დასრულდა #1TVSPORT

18:00, 24.12.2025

დასრულდა საქართველოს ეროვნული გმირის, იუნკერ შალვა ერისთავის სახელობის თასის გათამაშება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეჯიბრებაა, რომელიც საქართველოში ჩატარებულა.

ტურნირი თბილისში ხუთ ლოკაციაზე ჩატარდა, ხოლო დასკვნითი ეტაპის მატჩებს დიღმის ოლიმპიურმა კომპლექსმა უმასპინძლა. მთავარი პრიზისთვის 10 ასაკობრივ კატეგორიაში 120 გუნდი იბრძოდა. გამარჯვებულებთან ერთად, ჯილდოები ყველა ასაკში გამორჩეულ ფეხბურთელებს გადაეცათ.

გათამაშების ორგანიზატორი საფეხბურთო სკოლა „იუნკრების“ დამფუძნებელი თორნიკე მაისურაძე იყო. 1921 წელს წითელ არმისთან ბრძოლაში გმირულად გარდაცვლილი შალვა ერისთავი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906-ის“ წევრი და საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ.

მსგავსი