საქართველოს გერმანიის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვია
საქართველოს გერმანიის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვია

საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები სტუმრობენ.

საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაციის წევრები არიან პარლამენტარები: სონია აიხვედე (SPD), იან პლობნერი (SPD), კარსტენ მიულერი (CDU/CSU), სუზანე ჰირლი (CDU/CSU), ჯანან ბაირამი (Bündnis 90/Die Grünen), ტორსტენ ლიბი (FDP) და შტეფან ბრანდნერი (AfD).

დელეგაციის ხელმძღვანელია კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ ვინქელმაიერ-ბეკერი (CDU/CSU).

„ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, კანონის უზენაესობა, ევროკავშირთან დაახლოება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში. თბილისში ყოფნის დროს დელეგაცია გამართავს მაღალი რანგის შეხვედრებს პარლამენტსა და სამინისტროებში, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დელეგაციას ასევე სურს, ადგილზე გაეცნოს რეფორმებისა და პროექტების განხორციელების პროცესს. მაგალითად, პარლამენტარები მოინახულებენ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებას და უკრაინელი ლტოლვილების პროექტს „უკრაინულ სახლში“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.