საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელს, ელჩ კრისტოფ შპეტს შეხვდა

10:56, 16.10.2026

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან, ელჩ კრისტოფ შპეტთან შეხვედრა გამართა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი თეიმურაზ ლომთაძე და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს დელეგაციის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პროკურატურისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს წარმომადგენლობას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მსგავსი