საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის მეორე მატჩში ისრაელი გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მეტოქის კარი სამჯერ ბრაზილიელმა თალესმა აიღო, თითო-თითო გოლით კი თავი გამოიჩინეს შოთა თოფურიამ, ფუმასამ, გია ნიკვაშვილმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა. საქართველომ კი 7:0 მოიგო.
საქართველო – ისრაელი 7:0
გოლები: 1:0 თალესი (4), 2:0 თოფურია (6), 3:0 თალესი (9), 4:0 ფუმასა (9), 5:0 თალესი (10), 6:0 ნიყვაშვილი (24), 7:0 ჯვარაშვილი (36)
საქართველო: კუპატაძე, რონინიო, საიოტი, სებისკვერაძე, თალესი – ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ფუმასა, ზედელაშვილი, კურტანიძე, ნიკვაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ჯგუფის მეორე შეხვედრაში გერმანიამ დანია 5:2 დაამარცხა, მეორე ადგილზე დაწინაურდა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო მატჩში ფრეც ხელს აძლევს. რაც შეეხებათ „ჯვაროსნებს“, მათ ჯგუფიდან გასვლა უკვე გაინაღდეს.
თ მ ფ წ ბ ქ
საქართველო 2 2 0 0 5:1 6
გერმანია 2 1 0 1 6:7 3
დანია 2 0 1 1 3:6 1
ისრაელი 2 0 1 1 1:1 1
მესამე ტურის მატჩები 2 თებერვალს გაიმართება. ისრაელი გერმანიას შეხვდება, ხოლო საქართველო – დანიას. მატჩებს ახალი ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრების მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი 20:30 საათზე შემოგთავაზებთ.