საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ინგლისი 6:0 დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ინგლისი 6:0 დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ინგლისთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და კვლავ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

მოთამაშეებმა ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყეს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი დაპირისპირება 5:1 მოიგო. ამჯერადაც, თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმში 3:0 დაწინაურდა. სამივე გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს: სიმი საიოტმა დუბლი შეასრულა, მესამედ კი სტუმართა კარი რონინიომ აიღო.

”ჯვაროსნებმა” ინგლისელებს მეორე ტაიმშიც სამი გოლი გაუტანეს – ამჯერად, თავი ქართველებმა გამოიჩინეს: გია ნიყვაშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლო წამზე საბოლოო ანგარიში ლევან კობაიძემ დააფიქსირა და საქართველომ 6:0 გაიმარჯვა.