საქართველოს ფუტსალის ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა - რონინიოს ვილიანი ჩაანაცვლებს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა - რონინიოს ვილიანი ჩაანაცვლებს #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე შეხვედრას გამართავს.

ჩვენი გუნდი პორტუგალიაში დანაკლისით ჩავიდა. ტრავმის გამო გუნდს რონინიო ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად ნაკრებს ესპანური „პალმას“ მოთამაშე ვილიანი შეუერთდა.

პორტუგალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 15 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), ჩიმბა (იუგრა, რუსეთი) თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ფერნანდო (ჯოინვილი, ბრაზილია) შაგინია (პალმა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (პალმა, ესპანეთი), ვილიანი (პალმა, ესპანეთი)

პორტუგალია – საქართველოს მატჩი ქალაქ ვიზეუში 21 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.