საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა - ორგანიზაციის წევრობა სამ სუბიექტს მიენიჭა #1TVSORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა - ორგანიზაციის წევრობა სამ სუბიექტს მიენიჭა #1TVSORT

სასტუმრო „პარაგრაფში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 34-ე ყრილობა გაიმართა, რომელშიც 30-დან 27 დელეგატი მონაწილეობდა. ყრილობას უეფა-ს წარმომადგენლები ჯანი მარკა და ჯოზეფ კლემე ესწრებოდნენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, ფედერაციის მიერ გაწეულ საქმიანობაზე სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა. ყრილობაზე წარადგინეს ფინანასური ანგარიში და, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სფფ-ის ახალი ბიუჯეტი დაამტკიცეს.

ცნობილი გახდა, რომ ფედერაცია მიმართავს ფიფა-ს, რათა „ფიფა ფორვარდი 3“-ის პროგრამიდან დააფინანსოს სამი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა და ხელოვნურსაფარიანი მოედნების მოწყობა სამტრედიაში (298,167 ათასი დოლარი), ხობსა (297,898) და „ავაზას“ საფეხბურთო სკოლაში (297,721).

ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობაში სამი ახალი სუბიექტი მიიღეს – საფეხბურთო კლუბები „იბერია“, „სამტრედია“ და 7/7-ზე ფეხბურთის ასოციაცია – შესაბამისად, მომდევნო ყრილობაზე ხმის მიცემის უფლება 33 სუბიექტს ექნება. ამას გარდა, კიბერსპორტის ფედერაცია სფფ-ის ასოცირებული წევრი გახდა.