საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ტაილანდში ფიფა-ს კონგრესს დაესწრნენ #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში იმყოფებოდა, სადაც ფიფა-ს 74-ე კონგრესი გაიმართა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა. ღონისძიებას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.
კონგრესის ფარგლებში შედგა ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს შეხვედრა უეფა-ს კონფედერაციის წარმომადგენლებთან, ხოლო ოფიციალური ღონისძიებების შემდეგ ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა ფიფა-სა და უეფა-ს წარმომადგენლებს შორის. მოედანზე ლევან კობიაშვილიც გავიდა და პენალტების სერიაში გაიტანა.
კონგრესზე ფეხბურთში რასიზმთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის წესდება დაამტკიცეს და 2027 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ბრაზილია დაასახელეს.