დავით მუჯირის განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მალე საკუთარ ტელევიზიას დააფუძნებს – სფფ-ს გენერალურმა მდივანმა ამის თაობაზე განცახდება ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა მონაწილეობით გამართულ საგანგებო ფეიქსბუკ-კონფერენციაზე გააკეთა.
დავით მუჯირი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი):
„ეროვნული ტურნირების და ზოგადად, ფეხბურთისადმი ინტერესიდან გამომდინარე, მალე საფეხბურთო ტელევიზიის, GFFTV-ის დაფუძნებას ვაპირებთ. სატესტო რეჟიმში მაუწყებლობას სანაკრებო პაუზის შემდეგ ვგეგმავდით, მაგრამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ეს დრო გადაიწევს. ახალი ტელევიზით ეროვნული ლიგის მატჩებიც გაშუქდება და ასევე სხვადასხვა საინტერესო გადაცემები გვექნება“ – აცხადებს დავით მუჯირი.