ორი შეხვედრა აზიურ ნაკრებებთან - საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა #1TVSPORT
ნორვეგიასთან და კვიპროსთან ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე შეხვედრამდე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს.
სფფ-ს ცნობით, ეროვნული გუნდი პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს. 12 ოქტომბერს, „ჯვაროსნები“ აზიის ზონის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ტაილანდს დაუპირისპირდებიან.
საქართველო – მონღოლეთის მატჩი 25 მარტს, „ბათუმი არენაზე“ შედგება. საქართველო – ტაილანდის მატჩის მასპინძელი სტადიონი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი 2023 წელს
25 მარტი
საქართველო – მონგოლეთი
28 მარტი
საქართველო – ნორვეგია
17 ივნისი
კვიპროსი – საქართველო
20 ივნისი
შოტლანდია – საქართველო
8 სექტემბერი
საქართველო – ესპანეთი
11 სექტემბერი
ნორვეგია – საქართველო
12 ოქტომბერი
საქართველო – ტაილანდი
15 ოქტომბერი
საქართველო – კვიპროსი
16 ნოემბერი
საქართველო – შოტლანდია
19 ნოემბერი
ესპანეთი – საქართველო