ორი შეხვედრა აზიურ ნაკრებებთან - საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა #1TVSPORT
ორი შეხვედრა აზიურ ნაკრებებთან - საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა #1TVSPORT

ნორვეგიასთან და კვიპროსთან ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე შეხვედრამდე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

სფფ-ს ცნობით, ეროვნული გუნდი პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს. 12 ოქტომბერს, „ჯვაროსნები“ აზიის ზონის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ტაილანდს დაუპირისპირდებიან.

საქართველო – მონღოლეთის მატჩი 25 მარტს, „ბათუმი არენაზე“ შედგება. საქართველო – ტაილანდის მატჩის მასპინძელი სტადიონი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი 2023 წელს

25 მარტი

საქართველო – მონგოლეთი

28 მარტი

საქართველო – ნორვეგია

17 ივნისი

კვიპროსი – საქართველო

20 ივნისი

შოტლანდია – საქართველო

8 სექტემბერი

საქართველო – ესპანეთი

11 სექტემბერი

ნორვეგია – საქართველო

12 ოქტომბერი

საქართველო – ტაილანდი

15 ოქტომბერი

საქართველო – კვიპროსი

16 ნოემბერი

საქართველო – შოტლანდია

19 ნოემბერი

ესპანეთი – საქართველო