საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო მრევლს მოუწოდებს, პანდემიიდან გამომდინარე, მიცვალებულთა ხსენების დღეს სასაფლაოზე გასვლისგან თავი შეიკავონ
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო მრევლს მოუწოდებს, პანდემიიდან გამომდინარე, მიცვალებულთა ხსენების დღეს სასაფლაოზე გასვლისგან თავი შეიკავონ

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 ივნისს მიცვალებულთა ხსენების და სასაფლაოზე გასვლის დღეა.

„გლობალური პანდემიის პირობებში, როგორც მოგეხსენებათ, ხალხმრავალი შეკრებები არ არის რეკომენდებული. ჩვენ ვითვალისწინებთ მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მიღებულ რეკომენდაციას და მოგიწოდებთ, ამჯერად სასაფლაოზე გასვლისგან თავი შევიკავოთ.

აუცილებლად მიგვაჩნია, ჯანდაცვის სამინისტროს და პანდემიასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის რეკომენდაციებით ვიხელმძღვანელოთ.

უფალმა აცხონოს ჩვენი მიცვალებულების სულები და მიაგებოს მათ, რაც მათ სახელზე სრულდება!“ – აღნიშნულია წმინდა ეზიდის ტაძრის ინფორმაციაში.