საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ აღდგომის დღესასწაული მარტო ქრისტიანების არ არის, ეს არის ყველა ადამიანის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, სიხარული, მშვენიერება და შერიგება.

„პირველ რიგში არის წირვა, დიდი წირვა. როცა დავიყენებთ აღდგომას, ხოლო წირვის შემდეგ არის სააღდგომო სპექტაკლი, სააღდგომო სპექტაკლს მოსდევს სააღდგომო ფესტივალი, ხოლო დილით ცისკრის ლოცვა, როდესაც ჩვენ ყველანი დილას ვხვდებით და ამით ვიხსენებთ იმ დილას, როდესაც მაცხოვარი მკვდრეთით აღმდგარი იხილეს მისმა ერთგულმა მოწაფეებმა, ქალებმა. მთელი ქარგა ამაზეა აწყობილი, ღამისთევით ლოცვაზე, მსახურებაზე, ფიქრზე, მედიტაციაზე და ასევე ზეიმზე.

ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და მშვიდობის კათედრალიდან, სადაც ახლა ვიმყოფებით, მთელ საქართველოს ვულოცავთ აღდგომის დღესასწაულს. აღდგომის დღესასწაული მარტო ქრისტიანებისა არ არის, ეს არის ყველა ადამიანისა, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, სიხარული, მშვენიერება და შერიგება“, – აღნიშნა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა.

დატოვე კომენტარი