საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ტაილანდიდან სამშობლოში დაბრუნდა #1TVSPORT
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები, ტაილანდის მსოფლიო თასზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში მათ სპორტის გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ჩვენმა გოგონებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაზე მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.
ტურნირზე საქართველოს პარამოფარიკავეების ნაკრებში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გამოდიოდნენ. ასევე წარმატებულად გამოვიდნენ ჩვენი პარამოფარიკავეები ტაილანდის მსოფლიო თასზე ხმლით ინდივიდუალურ ასპარეზობაში, სადაც ოქროს მედალი ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა, ირმა ხეცურიანი კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.