საქართველო სერბეთს ერთი ქულით ამარცხებს
საქართველო სერბეთს ერთი ქულით ამარცხებს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რიგით მეორე შეხვედრას ამ წუთებში სტუმრად სერბეთთან მართავს. ილიას ზუროსის გუნდი ჯერჯერობით 45-44 იგებს.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო, 23 ქულით, მაიკ დიქსონია. რვა ქულა აქვს მანუჩარ მარკოიშვილს. მერაბ ბოქოლიშვილს კი ექვსი ქულა აქვს.

სერბებს შორის საუკეთესო რადულიცაა, რომელმაც 15 ქულის მოგროვება შეძლო.