საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიაშია
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიის ქალაქ პულაშია. გუნდი ამხანაგური მატჩის გასამართად სენტ გალენიდან ჩარტერული რეისით ჩაფრინდა.

წლის ბოლო შეხვედრისთვის ვლადიმირ ვაისის გუნდში 23 ფეხბურთელი ემზადება. შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილმა ეროვნული ნაკრებიდან 21-წლამდელთა ნაკრებში გადაინაცვლა და ევროშესარჩევის შეხვედრაში დაეხმარება – 18 ნოემბერს საქართველოს 21 წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად სლოვაკეთს ეთამაშება.

შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, ქალაქ პულაში ეროვნულ ნაკრების ფეხბურთელებს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ და ხორვატიასთან შეხვედრისთვის სრული დატვირთვით 17 ნოემბრიდან მოემზადებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი,ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

ხორვატია-საქართველოს ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 19 ნოემბერს, პულას ალდო დროსინას სახელობის სტადიონზე გაიმართება. თბილისის დროით 21:00 საათიდან შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.