საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელი ვილი სანიოლი საბერძნეთთან მატჩამდე მედიას შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელი ვილი სანიოლი საბერძნეთთან მატჩამდე მედიას შეხვდება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალური შეხვედრისთვის საგურამოში ემზადება.

ვილი სანიოლის გუნდი მატჩამდე ერთი დღით ადრე, 25 მარტსაც ვარჯიშს „ლოკომოტივის“ ბაზაზე გამართავს.

ეროვნული გუნდის ვარჯიშის დაწყებამდე მედიისთვის სასტუმრო „სევსამორაში“ მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

25 მარტის განრიგი:

16:00 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (სასტუმრო „სევსამორა“, საგურამო)

16:45 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 26 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება. ფინალური დაპირისპირების ტელერეპორტაჟს 21:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.