საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს,  ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას, მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს ენდონ.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წლის 11 იანვარს ძალაში შესული კანონის შესაბამისად, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, საბროკერო კომპანიის საქმიანობას დაემატა უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზების გაწევა.

ცვლილების შედეგად, სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით ვაჭრობის ორგანიზება ლიცენზირებული საქმიანობა გახდა და დაექვემდებარა ეროვნული ბანკის რეგულირებას.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმით ვაჭრობის ორგანიზების უფლებამოსილება მიეცათ მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს.  ამასთან, პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის საქმიანობას უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით ახორციელებენ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში მოიპოვონ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია. ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას, მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოებები“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.