საქართველოს ერიკ-ემანუელ შმიტი ეწვევა
საქართველოს ერიკ-ემანუელ შმიტი ეწვევა

საქართველოს ცნობილი მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, 30 ნოემბერს მკითხველთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

ერიკ-ემანუელ შმიტი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფრანგულენოვანი ავტორია. მკითხველებისა და კრიტიკოსებისგან აღიარებული მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული და თეატრალური პრემიის მფლობელია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, სპექტაკლები კი 50-მდე ქვეყანაშია დადგმული.

ცნობილი მწერალი ამბობს, რომ მისი ამოცანა არ არის ყოველდღიურობის აღწერა, უფრო მნიშვნელოვნად თანამედროვეობაში არსებული სოციალურ-კულტურული რეალობის წარმოჩენა მიაჩნია, რომელიც ადამიანთა ბუნების უკეთ შეცნობაში ეხმარება.

„ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთ პერსონაჟთა სამყარო, რომლებიც ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებას თავისდაუნებურად აღმოაჩენენ. ეს კი შეიძლება ძალიან ახლობელი იყოს ბევრი მკითხველისთვის. კარგ წიგნს არ შეუძლია სამყაროს შეცვლა, მაგრამ შეუძლია შეგვცვალოს ჩვენ“, – აცხადებს ერიკ-ემანუელ შმიტი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ერიკ-ემანუელ შმიტი საქართველოს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივითა და Institut Français de Géorgie-ს ხელშეწყობით ესტუმრება.