საქართველოს ელჩმა ერაყის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა ერაყის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა  (რეზიდენციით ქ. ამანი), რწმუნებათა სიგელები გადასცა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბარჰამ სალეჰს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიგელების გადაცემის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ერაყს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს, ასევე ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი ასევე გადასცა ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ალ-ჰაქიმს. მინისტრთან შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების საკითხები ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში.