საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრა 3 მაისს შედგა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა სომხეთის ეროვნულ კრებაში ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა.

„შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველო-სომხეთს შორის არსებული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობები.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, იგი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავებისთვის“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.