საქართველოს ელჩი – მოლდოვაში მამუკა ბახტაძის ვიზიტისას განხილვის მთავარი თემა ევროინტეგრაციულ პროცესებში გამოცდილების გაზიარება და ურთიერთდახმარება იქნება
მოლდოვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მხარეები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებაზე იმსჯელებენ. ასევე მთავარი საკითხი ევროინტეგრაცულ პროცესებში ორივე ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთდახმარება იქნება, – ამის შესახებ მოლდოვაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი მერაბ ანთიძე აცხადებს.
ანთიძის თქმით, ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის სფეროებში არსებობს საკითხები, რომელთა აღიარება მნიშვნელოვანია, რაზეც დამატებითი კონსუტაციებია ჩანიშნული.
ამასთან, მამუკა ბახტაძე მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სუამის წვერი ქვეყნების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პრემიერ-მინიტრების დონეზე იმართება. მოლდოვაში საქართველოს ელჩს განცხადებით, ამ შეხვედრებზე განიხილავენ როგორც ტრანსპორტის, ისე ტურიზმისა და სამართალდამცავ სისტემების მიმართულებით თანამშრომლობას.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ევროინტეგრაციულ პროცესებში ორივე ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთდახმარება, რადგან ეს მიმართულება პრიორიტეტულია როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვასთვის.
გაიმართება სუამის წევრი ქვეყნების სამიტი პრემიერ-მინისტრების დონეზე, სადაც განხილული იქნება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, ეს არის სატრანსპორტო საკითხები, ტურიზმში თანამშრომლობა, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობა, რომლესაც საკმაოდ სოლიდური საფუძველი აქვს და ბუნებრივია, იქნება საუბარი სუამის პოტენციალის გამოყენებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთ საკითხებში, როგორც არის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ამ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – განაცხადა მერაბ ანთიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა.