კატარში საქართველოს ელჩი – კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან

10:23, 23.05.2023

კატარის მესამე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან, – ამის შესახებ კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კატარში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ფორუმში მონაწილეობას იღებენ 40-მდე სხვადახვა ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები.

„დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში კატარის რიგით მესამე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი იმართება კატარის ემირის პატრონაჟით და „ბლუმბერგის“ თანაორგანიზებით. ფორუმში მონაწილეობას იღებენ 40-მდე სხვადახვა ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები. ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან“, – განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

მსგავსი