საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები 7 დეკემბრიდან მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს #1TVSPORT
კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია. გიორგი ასანიძის შეგირდები ფიცარნაგზე 7 დეკემბრიდან გამოვლენ. ჩემპიონატზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვის ბრძოლა იწყება.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ქართველ ძალოსანთა გამოსვლის გრაფიკი:
7 დეკემბერი 20:30 სთ. გოდერძი ბერდელიძე – (61 კგ.)
8 დეკემბერი 01:30 სთ. შოთა მიშველიძე – (61 კგ.)
8 დეკემბერი 23:00 სთ. გურამ გიორბელიძე – (67 კგ.)
9 დეკემბერი 23:00 სთ. კახი ასანიძე – (73 კგ.)
12 დეკემბერი 04:00 სთ. რევაზ დავითაძე – (89 კგ.)
12 დეკემბერი 23:00 სთ. ირაკლი გობეჯიშვილი – (96 კგ.)
14 დეკემბერი 04:00 სთ. ირაკლი ჩხეიძე – (102 კგ.)
16 დეკემბერი 04:00 სთ. გიორგი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე – (109 კგ.)
17 დეკემბერი 01:30 სთ. ლაშა ტალახაძე (+109 კგ.)
მსოფლიო ჩემპიონატის რეპორტაჟებს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.