საქართველოს დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტით ბანგლადეშში ჩასვლა უვიზოდ იქნება შესაძლებელი
საქართველოს დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტით ბანგლადეშში ჩასვლა უვიზოდ იქნება შესაძლებელი

საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ ჩასვლა შეეძლებათ.

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, აზიურ სახელმწიფოსთან შესაბამისი შეთანხმება უნდა გაფორმდეს. ამ მიზნით მოლაპარაკებების გამართვა ნოტების გაცვლის გზით იგეგმება.

ამ დროისთვის ბანგლადეშში მოგზაურობისთვის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ვიზის აღება ესაჭიროება.

ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა სამხრეთ აზიაში მდებარე სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა 162 მილიონს აჭარბებს.