„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100“ - ეროვნულ მუზეუმში გამოფენა გაიხსნა [ფოტო]
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100“ - ეროვნულ მუზეუმში გამოფენა გაიხსნა [ფოტო]

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100“ – ამ სახელწოდებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე გამოფენილია 1919-1921 წლების ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

გამოფენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„საფრანგეთში მყოფ ქართულ ლტოლვილთა სათვისტომოს” ინიციატივით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადმოეცა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა. ექსპოზიციაზე ასევე გამოფენილია პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები, ასევე წარმოდგენილია 14 პოსტერი, ტექსტური, გრაფიკული და ფოტომასალა, საარქივო დოკუმენტების ასლები, ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიასთან დაკავშირებული კადრების კოლაჟი.

გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100“ დამთვალიერებელს დღეიდან მასპინძლობს, ექსპოზიციის დათვალიერება ნებისმიერი მსურველს შეუძლია.