საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის მიხეილ კორძახიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შრომითი უსაფრთხოების შესახებკანონპროექტი უკვე განიხილება პარლამეტში, მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ არის. მიხეილ კორძახიას განმარტებით, კანონპროექტთან დაკავშირებით ასოციაციას რამდენიმე შენიშვნა აქვს.

“ შრომითი უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებით გაგვაჩნია სამი ძირითადი პრინციპული შენიშვნა და არის მოთხოვნა, რომ იქნებ მოხდეს მათი გათვალისწინება.პირველი -კანონპროექტის გავრცელების არეალი პირველ ჯერზე უნდა გავრცელდეს მომატებული საფრთხის სამუშაოებზე და ეს იქნება ის ადეკვატურობა, რომელიც დღეს არსებულ სიტუაციას რადიკალურად გადაწყვეტდა ამ სიტუაციაში. მეორე პრობლემა, ეს არის სასამართლო ხელისუფლების გარეშე ბიზნესსექტორში მოხელეების ჩარევის აღკვეთა. კანონპროექტი გულისხმობს, სასამართლოს ნებართვის გარეშე საწარმოში შრომის უსაფრთხოების ინსპექტორების შესვლას, რის გამოც, სავარაუდოდ იქმნება რისკები იმისა, რომ გაძლიერდეს გარკვეული მანკიერი ქმედებები, რაც დავიწყებულია საქართველოს ისტორიაში და მოვითხოვთ, რომ აუცილებლად სასამართლოს ნებართვით ხდებოდეს საწარმოებში შესვლა. მესამე, თავად იპლემენტაციის პროცესში, მაკონტროლებელი ორგანოს ანუ შრომის ინსპექციის მართვაში გვქონდეს მონიტორინგის განხორციელების საშუალება, რომელიც აუცილებლად კანონით უნდა განისაზღვროს , -“ განაცხადა მიხეილ კორძახიამ.

შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.